კალენდარი
«« ოქტომბერი 2017 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
       1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
  
დაგეგმილი ღონისძიებები
tsu.ge
სიახლეების გამოწერა
ახალი ამბები
Tsu.geივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მონაწილეობს ტემპუსის პროექტში: „ჩაშენებული სისტემების კურსების განვითარება ინოვაციური ვირტუალური მიდგომების გამოყენებით კვლევის, განათლებისა და წარმოების ინტეგრაციის მიზნით უკრაინა, სომხეთსა და საქართველოში“ - DESIRE 544091-TEMPUS-1-2013-1-BE-TEMPUS-JPCR (Development of Embedded System courses with implementation of Innovative virtual approaches for integration of Education, Research and Production in UA, GE, AM - DESire 2013). პროექტში მონაწილეობს 12 უნივერსიტეტი 6 ქვეყნიდან. თსუ პროექტის ერთ-ერთი პარტნიორი უნივერსიტეტია. პროექტის წამყვანი ორგანიზაცია არის ტომას მორის საუნივერსიტეტო კოლეჯი (ქ. მეხელენი, ბელგია).
Tsu.geივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მონაწილეობს გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ დაფინანსებულ პროექტში „შავი ზღვის გარემოს მონიტორინგის გაუმჯობესება“ (Improving Environmental Monitoring in the Black Sea - EMBLAS). პროექტის მიზანია გააძლიეროს შავი ზღვის მოსაზღვრე ქვეყნების შესაძლებლობები ზღვის ოკეანოგრაფიული, ბიოლოგიური და ქიმიური მონიტორინგის სფეროში, რომელიც პასუხობს ევროგაერთიანების საზღვაო პოლიტიკის ჩარჩო დირექტივების (MSFD) მოთხოვნებს.
Horizone 2020 - SeaDataCloud
თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტში ხორციელდება ევროკომისიის პროგრამა Horizone 2020-ის ფარგლებში დაფინანსებული საერთაშორისო საგრანტო პროექტი „SeaDataCloud - Further developing the pan-European infrastructure for marine and ocean data management“ (2016-2020 წ.წ.), რომელშიც მონაწილეობს ევროპის ყველა საზღვაო ქვეყანა და საერთაშორისო ორგანიზაციები.
21/09/2017
წინანდლის პრემია

"ზურაბ ჟვანიას ფონდი" აცხადებს რიგით მეშვიდე კონკურსს წინანდლის პრემიის მოსაპოვებლად!

✔ განაცხადების მიღება იწარმოებს 2017 წლის 16 ოქტომბრიდან 17 ნოემბრამდე.
✔ პრემია მიენიჭებათ 18-30 წლის ახალგაზრდებს, შემდეგ ნომინაციებში:
EMBLAS project

EMBLAS-ი (“Improving environmental monitoring in the Black Sea“), თსუ-ში მიმდინარე ერთ-ერთი წარმატებული პროექტია, რომლის პირველი ფაზა დაიწყო 2012 წელს და დასრულდა გასული წლის მარტში. საქართველოდან, პროექტში მონაწილეობს ორი პარტნიორი, კერძოდ - გარემოს ეროვნული სააგენტო (წამყვანი ორგანიზაცია, სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი დოქტორი მარინე არაბიძე) და ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი ასოც. პროფესორი კახაბერ ბილაშვილი).

03/02/2016
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ბილეფილდის უნივერსიტეტის თანამშრომლობის ფარგლებში 2016 წლის 18-20 თებერვალს, თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტში ჩატარდება სამდღიანი საერთაშორისო კონფერენცია - „სოციო–პოლიტიკური ტრანსფორმაციების გავლენა ენასა და იდენტობაზე“
სტიპენდიის მიღების მსურველთათვის, განაცხადის შეტანის ბოლო ვადაა - 2016 წლის 15 თებერვალი.
2015 წლის მარტიდან ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით ახორციელებს მასშტაბურობით უპრეცედენტო პროექტს, რომლის მიზანია საქართველოს ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში ქართული ენის დაჩქარებული მეთოდით სწავლების პროგრამის დანერგვა, რომელიც ყველა მსურველს სთავაზობს სახელმწიფო ენის საფუძვლების შესწავლას.
26/10/2015
ევროპის კვლევების საბჭო აცხადებს საგრანტო კონკურსს დამწყები მეცნიერებისთვის. აღნიშნული საგრანტო კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს ნიჭიერ მკვლევარებს მაღალი დონის კვლევების განხორციელებაში.
26/10/2015
ჰორიზონტი 2020 პროგრამის ერთერთი მიმართულებით, "კლიმატის ცვლილება, გარემოს დაცვა, რესურსების ეფექტურად გამოყენება და ნედლი მასალები" დაინტერესებული პირებისთვის იგეგმება მონაცემთა ბაზის შექმნა.
რაიმე უზუსტობის შემთხვევაში გთხოვთ   შეატყობინოთ ადმინისტრატორს