კალენდარი
«« აგვისტო 2017 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
  
tsu.ge
სიახლეების გამოწერა
შავი ზღვის ქსელის შექმნა მდგრადი ტურიზმის განვითარების მიზნით ბულგარეთში, რუმინეთში, უკრაინაში, მოლდოვაში და საქართველოში
თსუ–ში მიმდინარეობს ევროგართიანების ერთობლივი საოპერაციო პროგრამა ”შავი ზღვის აუზი 2007-2013 –ის ფარგლებში (EU funded Joint Operational Programme “BLACK SEA BASIN 2007-2013“) დაფინანსებული გრანტი „შავი ზღვის ქსელის შექმნა მდგრადი ტურიზმის განვითარების მიზნით ბულგარეთში, რუმინეთში, უკრაინაში, მოლდოვაში და საქართველოში“ პროექტის ხანგრძლივობა: 24 თვე (2013–2015 წწ.)

პროექტის მთავარი მიზანია:
შეიქმნას და ამუშავდეს შავი ზღვის აუზის ერთობლივი და მდგრადი ტურიზმის ქსელი, რომელიც მოიცავს ყველა იმ წამყვან ორგანიზაციებს, რომელნიც ჩართულები არიან ტურიზმის განვითარებასა და პოლიტიკაში ეროვნულ, რეგიონალურ და ტრანსსასაზღვრო დონეზე.

პროექტის პარტნიორებია:
ვარნის მუნიციპალიტეტი (კოორდინატორი), შავი ზღვის ეკონომიკური ცენტრი, ივ.ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, უკრაინის გარემოსდაცვითი აკადემიის შავი ზღვის ფილიალი, ევროპის გარემოს დაცვის ასოციაცია, აგრიკოლა, გარემოსდაცვითი ასოციაცია “ინქვა–მოლდოვა”.

პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: http://blackseatourism.net/new/home/


რაიმე უზუსტობის შემთხვევაში გთხოვთ   შეატყობინოთ ადმინისტრატორს