«« October 2017 »»
Mon Tue Wed Thu Fri Sat Sun
       1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
  
tsu.ge
Newsletter
რეგიონალური ვორქშოფი „PERSEUS“/FP7 ფარგლებში
რეგიონალური ვორქშოფი „PERSEUS“/FP7 ფარგლებში
2015 წლის 8-9 ოქტომბერს, სასტუმრო „ამბასადორში“, თბილისი, გაიმართა ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის „PERSEUS“/FP7 („ევროპის სამხრეთული ზღვების გარემოს კვლევაზე ორიენტირებული პოლიტიკა“) სტეიქჰოლდერების მეხუთე რეგიონალურ ვორქშოფი, სახელწოდებით: “ხმელთაშუა ზღვის და შავი ზღვის აუზების კარგი გარემოს სტატუსისთვის“. ვორქშოფის მიზანია, „PERSEUS“-ის პროექტის გაცნობა და რეგიონალური ხელისუფლების ორგანოებსა და მეცნიერებს შორის ახალი კონტაქტების დამყარება. ასევე, ერთ-ერთი მიზანია შეიქმნას ნიადაგი ეფექტური რეგიონალური საზღვაო ეკოსისტემების მენეჯმენტში თანამშრომლობისთვის; „PERSEUS“–ის მიერ ინიცირებული საზღვაო სტრატეგიული ჩარჩო დირექტივების (MSFD) პრინციპების განვითარება არა ევროკავშირის ქვეყნებში ეკოსისტემური მიდგომით (EcAp).
ვორქშოფის ძირითადი ოთხი მიზანია:
• განიხილოს გარემოზე ზეწოლა და ზეგავლენა შერჩეულ აუზებში და შეაფასოს „PERSEUS“-ის წვლილი;
• წარმოადგინოს და განიხილოს „PERSEUS“-ის პროექტის ფარგლებში შემუშავებული ინსტრუმენტების და მათი გამოყენების შედეგები;
• დაასაბუთოს ეკოლოგიური სტატუსის შეფასებების ჰარმონიზირების აუცილებლობა ადგილობრივ - რეგიონალურ - რეგიონთაშორისო დონეზე;
• განიხილოს ეკოსისტემებზე დაფუძნებული მენეჯმენტის განვითარება საზღვაო ქვეყნებში.

სემინარის შესახებ სხვა ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ: ბ–ნ კახაბერ ბილაშვილს ან ბ–ნ ვაჟა ტრაპაიძეს, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ), მისამართი: 3, ი. ჭავჭავაძის გამზ., 0179 თბილისი, საქართველო; ტელ.: +995599511157 ან +995599386030 ელ.ფოსტა: wocean@telenet.ge ან v.trapaidze@yahoo.com
If there are some problems please send   Message to administrator