კალენდარი
«« აგვისტო 2017 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
  
tsu.ge
სიახლეების გამოწერა
სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებს მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების 2015 წლის კონკურსს
კონკურსის მიზანია: მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების დასაფინანსებლად გრანტების გაცემის მიზანია მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული მაგისტრანტების სამაგისტრო ნაშრომის ფარგლებში სამეცნიერო კვლევების ხარისხის გაზრდის, აკადემიური დონის ამაღლებისა და კვლევითი უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა ასევე, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სამეცნიერო-კვლევითი პოტენციალის გაუმჯობესების, სწავლის პროცესში კვლევის ინტეგრაციისა და თემატური და/ან ინტერდისციპლინური მიმართულებით კვლევითი აქტივობის განვითარების ხელშეწყობა.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს მოქალაქე, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის აკრედიტირებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ, სტუდენტის აქტიური სტატუსის მქონე მაგისტრანტს. გრანტის მიღების პერიოდში მაგისტრანტი უნდა იყოს მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის დამამთავრებელი ან დამამთავრებლის წინა სემესტრის სტუდენტი.

კონკურსში მონაწილე პროექტის ხანგრძლივობა შეიძლება იყოს 4-10 თვე, ფონდიდან მოთხოვნილი ჯამური ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 6 000 ლარს.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საკონკურსოდ მოთხოვნილი დოკუმენტაცია უნდა გამოგზავნოთ ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე: mr2015@rustaveli.org.ge 2015 წლის 9 ნოემბრის 17:00 სთ-მდე.

განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ უნდა წარმოადგინოთ ფონდის კანცელარიაში 11 ნოემბრის 17:00 სთ-მდე შემდეგ მისამართზე: თბილისი, ალექსიძის ქ.1, III სართული, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი (კანცელარია).

დადგენილი ვადის დარღვევით წარმოდგენილი განცხადებები საკონკურსოდ არ განიხილება.

კონკურსის ადმინისტრირების განრიგი:

23/10/2015 - კონკურსის გამოცხადება;

30/10/2015 16:00 სთ. - ჯგუფური კონსულტაცია (1);

4/11/2015 16:00 სთ. - ჯგუფური კონსულტაცია (2);

09/11/2015 17:00 სთ. - ელ. ფოსტის საშუალებით საკონკურსო დოკუმენტაციის გამოგზავნის ბოლო ვადა;

11/11/2015 17:00 სთ. - კონკურსში მონაწილეობის შესახებ ამობეჭდილი და ხელმოწერილი განცხადების კანცელარიაში დარეგისტრირების ბოლო ვადა;

21/12/2015 - კონკურსის შედეგების გამოცხადება;

22/12/2015-24/12/2015 - ხელშეკრულებების გაფორმება.

დეტალურ ინფორმაციას კონკურში მონაწილეობის წესებისა და პირობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ დოკუმენტებში:

მინისტრის ბრძანება

ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანება

კონკურსის პროგრამა და პირობები (დანართი №1)

საპროექტო წინადადების ფორმა (დანართი №2)

პროექტის ბიუჯეტისა და გეგმა-გრაფიკის ფორმები (დანართი №3; 3.1.)

მაგისტრანტის CV-ის ფორმა (დანართი №4)

სამაგისტრო ნაშრომის ხელმძღვანელის/კონსულტანტის CV-ის ფორმა (დანართი №5)

პროექტის რეზიუმეს ფორმა (დანართი №6)

სამაგისტრო ნაშრომის ხელმძღვანელის თანხმობის წერილის ფორმა (დანართი №7)

კონსულტანტის თანხმობის წერილის ფორმა (დანართი №8)

განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ (დანართი №9)

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების თანხმობის წერილის ფორმა მატერიალურ-ტექნიკური ბაზის უსასყიდლოდ გამოყენების შესახებ (დანართი №10)

კლასიფიკატორი (დანართი №11)

პროექტის მომზადებისა და კონკურსზე რეგისტრირების ინსტრუქცია

სხვა დოკუმენტები:

„დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ“ - საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის №220 ბრძანება;
https://matsne.gov.ge/ka/document/view/60034
კონკურსთან დაკავშირებული ინფორმაციისათვის მიმართეთ პროგრამის კოორდინატორებს:

ვახტანგ ალანია
ტელ: + (995 32) 2 200 220 (შიდა 44 03)
მობილური: +995 577 977 200
ელ-ფოსტა: alania@rustaveli.org.ge

ხატია ანანიაშვილი
ტელ: + (995 32) 2 200 220 (შიდა 41 33)
მობილური: +995 557 945 569
ელ-ფოსტა: ananiashvili@rustaveli.org.ge

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი გისურვებთ წარმატებებს !
რაიმე უზუსტობის შემთხვევაში გთხოვთ   შეატყობინოთ ადმინისტრატორს