«« August 2017 »»
Mon Tue Wed Thu Fri Sat Sun
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
  
tsu.ge
Newsletter
ვისწავლოთ ქართული
2015 წლის მარტიდან ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით ახორციელებს მასშტაბურობით უპრეცედენტო პროექტს, რომლის მიზანია საქართველოს ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში ქართული ენის დაჩქარებული მეთოდით სწავლების პროგრამის დანერგვა, რომელიც ყველა მსურველს სთავაზობს სახელმწიფო ენის საფუძვლების შესწავლას. აღსანიშნავია, რომ ამ პროგრამისთვის შემუშავდა სპეციალური სახელმძღვანელო (შემდგენელი - ასოც. პროფ. კახა გაბუნია), ხოლო სწავლებას საქართველოს სამი რეგიონის სხვადასხვა სოფელში უძღვებიან თსუ-ის პროფესორ-მასწავლებლები და პედაგოგები სამცხე ჯავახეთის უნივერსიტეტიდან. პროგრამა ადგილობრივ მოსახლეობაში დიდი წარმატებით სარგებლობს და მათი მხრიდან მზარდი ენთუზიაზმის ფონზე მიმდინარეობს. პროგრამის საპილოტე და ძირითადი ნაწილის ფარგლებში 2 სამთვიანი კურსის განმავლობაში მეცადინეობას 62 სოფელში დაესწრო აზერბაიჯანული და სომხური თემის 2700-ზე მეტი წარმომადგენელი, მათგან უმრავლესობამ გადალახა ტესტური დავალების საკმაოდ მაღალი ზღვარი და მიიღო შესაბამისი სერტიფიკატი.

გთხოვთ, გაიზიაროთ პროექტის წარმატება. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ და მხარდაჭერის შემთხვევაში მოიწონეთ პროგრამის Facebook გვერდი ("ვისწავლოთ ქართული") https://www.facebook.com/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%AC%E1%83%90%E1%83%95%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%97-%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-889572397821940/?fref=ts
წინადადებების/საქმიანი შენიშვნების შემთხვევაში დაუკავშირდით პროექტის ხელმძღვანელს, თსუ არნ. ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტის უფროს მეცნიერ თანამშრომელს, ნინო ჯორბენაძეს.
If there are some problems please send   Message to administrator