კალენდარი
«« აგვისტო 2020 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
      1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
  
tsu.ge
სიახლეების გამოწერა
Black Sea CONNECT
Black Sea CONNECT
თსუ-ში, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ოკეანოგრაფიისა და ჰიდროლოგიის ინსტიტუტში განხორციელდება ევროკომისიის სამეცნიერო პროგრამის “Horizon 2020“ -ის მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი „Black Sea CONNECT“, 2019 – 2022 წწ.)

შავ ზღვას აქვს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რესურსი და ფართო პოტენციალი ლურჯი ეკონომიკის განვითარებისათვის შავი ზღვის მიმდებარე ქვეყნებში. აღნიშნული რესურსების გამოყენებას ევროკავშირი ხელს უწყობს ერთობლივი კვლევების განვითარებით, ინოვაციური საგზაო რუკისა და ეროვნული პოლიტიკის შემუშავებით. ამ კონტექსტში იქნა შემუშავებული ე.წ. „ბურგასის ხედვის დოკუმენტი“, რომელიც ამოქმედდა 2018 წელს და მასში წარმოდგენილია საერთო მიდგომები 2030 წლისათვის პროდუქტიული, ჯანმრთელი, რეზისტენტული, მდგრადი და ღირებული შავი ზღვისათვის. დოკუმენტი მხარდაჭრილია შავი ზღვის ქვეყნების მინისტერიალის დეკლარაციით. ასევე, შავი ზღვის ლურჯი ზრდის ინიციატივის ფარგლებში შემუშავებულია სტრატეგიული კვლევებისა და ინოვაციების დღის წესრიგი (SRIA), რომელიც გამოყოფს შავი ზღვის ოთხ ძირითად გამოწვევას, ესენია: ცოდნა შავი ზღვის შესახებ, შავი ზღვის ლურჯი ეკონომიკა-ლურჯი ზრდა, ერთობლივი საკვანძო ინფრასტრუქტურა და პოლიტიკა, მოსახლეობის კეთილდღეობა და საწარმოო ძალების გაძლიერება.
პროექტის ძირითადი მიზანია ბურგასის ხედვის დოკუმენტზე დაფუძნებული SRIA-ს ოპერატიული სამოქმედო გეგმების განვითარების ხელშეწყობა.
დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ:
connect2blacksea.org;
https://www.facebook.com/connect2blacksea/
https://twitter.com/ConnectBlackSea
რაიმე უზუსტობის შემთხვევაში გთხოვთ   შეატყობინოთ ადმინისტრატორს