კალენდარი
«« ნოემბერი 2017 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
   1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30
  
tsu.ge
სიახლეების გამოწერა
პორტალის შესახებ
(თსუ) სამეცნიერო პორტალის (TSURP) მიზანია თსუ-ს პერონალის შესახებ ინფორმაციისა და სამეცნიერო აქტივობების კონცენტრირება, მეცნიერთათვის უკეთესი ურთიერთკავშირის უზრუნველყოფა, მეცნიერების სტიმულირება და პოპულარიზაცია, ახალგაზრდა მეცნიერებსა და სტუდენტებში სამეცნიერო ინტერესის გაღვივება და მოტივაციის ამაღლება.
პორტალი მოიცავს ინფორმაციას თსუ კვლევებისა და განვითარების (R&D) პრინციპებსა და აქტივობებზე. პორტალი წარმოადგენს შესაბამის გარემოს ინფორმაციის ოპერატიული გაცვლისთვის.თსუ თანამშრომლებს საშუალება ეძლევათ თსუ სამეცნიერო ინფორმაციული სისტემა გამოიყენონ როგორც სივრცე, სადაც შესაძებელი იქნება სიახლეების გაცნობა კვლევებისა და განვითარების მიმართულებით. პორტალში ყოველ დარეგისტრირებულ მომხმარებელს ექნება თავისი განყოფილება (პროფილი), კერძოდ მას შესაძლებლობა მიეცემა ატვირთოს საკუთარი CV, საჯარო გახადოს კვლევის სფერო და ინტერესები, ატვირთოს პუბლიკაციები, წიგნები, კვლევითი პროექტები.

სამეცნიერო პორტალი განკუთვნილია:
• მკვლევართათვის – თსუ-ში უახლესი ინფორმაციის მოსაპოვებლად კვლევებისა და განვითარების კუთხით, ასევე კოლეგა-მკვლევარების კვლევის სფეროსა და შედეგების შესახებ;
• პოტენციალური პარტნიორებისთვის საზღვარგარეთ, სხვადასხვა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტებისთვის, ბიზნესისა და არასამთავრობო სექტორისთვის, და ა.შ., მათთვის ვინც ეძებს პოტენციალურ პარტნიორებს თსუ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებსა თუ ინდივიდუალურ მეცნიერთა შორის;
• ფართო საზოგადოებისათვის – ინფორმაციის მისაღებად თსუ-ში კვლევითი ღონისძიებების შესახებ (კონფერენცია-სემინარები, მეცნიერები, ფონდები, კვლევითი პროექტები).
სამეცნიერო პორტალის საშუალებით შესაძლებელი იქნება განხორციელდეს სხვადასხვა სახის სწრაფი ძიება და სტატისტიკური ანალიზის ჩატარება (პროექტების, მკვლევარების, სტატიების და ა.შ.).
რაიმე უზუსტობის შემთხვევაში გთხოვთ   შეატყობინოთ ადმინისტრატორს