კალენდარი
«« ნოემბერი 2017 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
   1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30
  
დაგეგმილი ღონისძიებები
tsu.ge
სიახლეების გამოწერა
R&D მენეჯმენტი
თსუ-ში კვლევის მენეჯმენტს ახორციელებს სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტი. კვლევების მხარდაჭერის მიზნით დეპარტამნეტი ეხმარება ფაკულტეტების/ინსტიტუტების თანამშრომლებს დაფინანსების მოპოვებაში, ხელს უწყობს თსუ-ში ინოვაციურ ცოდნაზე, ხარისხზე და შედეგზე ორიენტირებული სამეცნიერო კვლევების განხორციელებას.

დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:

• მაღალხარისხიანი და კონკურენტუნარიანი კვლევების ხელშეწყობა;
• R&D მდგრადი განვითარებისთვის პირობების შექმნა;
• პერსონალის პოტენციალისა და ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა;
• მეცნიერების კომერციალიზაციის ხელშეწყობა;
• სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო პროცესის ინტეგრაციის ხელშეწყობა;
• სამეცნიერო გრანტების ადმინისტრირება/მონიტორინგი - სააპლიკაციო განაცხადის ფონდის მოთხოვნებთან, უნივერსიტეტის კანონმდებლობასა და წარდგენის პირობებთან შესაბამისობის უზრუნველყობა. საჭიროების შემთხვევაში თსუ-ს სახელით საგრანტო აპლიკაციების/ხელშეკრულებების მომზადება/წარდგენა;
• სამეცნიერო საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მოგროვება და ანგარიშების წარდგენა;
• სამეცნიერო პოლიტიკის ჩამოყალიბება და რეკომენდაციების მომზადება თსუ ადმინისტრაციისთვის;
• სემინარების/სამუშაო შეხვედრების (ვორქშოფების)/კონფერენციების ჩატარება;
• საპროექტო წინადადების შემუშავებასა და მოგებული გრანტების ადმინისტრირებასთან დაკავშირებით რეკომენდაციების გაწევა;

დღეისათვის თსუ ახორციელებს 16 სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის საბაზისო დაფინანსებას, რომელთა სამეცნიერო-კლვევით საქმიანობის კოორდინაციას უშუალოდ ახორციელებს სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტი. ინსტიტუტების დაფინანსების მთავარი წყარო არის მოზიდული გრანტები, 8–12%-იანი არაპირდაპირი ხარჯით.

რაიმე უზუსტობის შემთხვევაში გთხოვთ   შეატყობინოთ ადმინისტრატორს