კალენდარი
«« დეკემბერი 2017 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
     1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
  
დაგეგმილი ღონისძიებები
tsu.ge
სიახლეების გამოწერა
დაგეგმილი ღონისძიებები - 01 იანვარი 2018
21/09/2017
წინანდლის პრემია

"ზურაბ ჟვანიას ფონდი" აცხადებს რიგით მეშვიდე კონკურსს წინანდლის პრემიის მოსაპოვებლად!

✔ განაცხადების მიღება იწარმოებს 2017 წლის 16 ოქტომბრიდან 17 ნოემბრამდე.
✔ პრემია მიენიჭებათ 18-30 წლის ახალგაზრდებს, შემდეგ ნომინაციებში:

⦿ თეატრალური ხელოვნება
⦿ კინოხელოვნება
⦿ მხატვრული ლიტერატურა (პროზა)
⦿ მხატვრული ლიტერატურა (პოეზია)
⦿ მუსიკა
⦿ ჰუმანიტარული მეცნიერებები
⦿ სახვითი ხელოვნება
⦿ საბუნებისმეტყველო მეცნიერებები

✔ წინანდლის პრემიის ლაურეატები დაჯილდოვდებიან დიპლომით, პრიზითა და 5 000-ლარიანი ფულადი პრემიით.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 18-30 წლის ახალგაზრდა მეცნიერებსა და შემოქმედებს; საკონკურსო ნამუშევრის წარდგენა შეუძლია როგორც თავად ავტორს, ასევე კულტურულ–საგანმანათლებლო დაწესებულებებს, გამომცემლობებს, შემოქმედებით ორგანიზაციებსა და საინიციატივო ჯგუფებს, შესაბამისი სააპლიკაციო ფორმის მიხედვით

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ გაეცნოთ კონკურსის დებულებას მოცემულ ბმულზე: http://zurabzhvania.ge/tsinandlispremia ან დაგვიკავშირდეთ: tsinandlispremia@yahoo.com (+995 32) 2 30 74 96

რაიმე უზუსტობის შემთხვევაში გთხოვთ   შეატყობინოთ ადმინისტრატორს