კალენდარი
«« აგვისტო 2017 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
  
tsu.ge
სიახლეების გამოწერა
დაგეგმილი ღონისძიებები
03/11/2011
საერთაშორისო კონფერენცია ”ფუნდამენტური მეცნიერებების წინსვლები, წარმატებები და პერსპექტივები კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონში”

2011 წლის 1-3 ნოემბერს სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდება საერთაშორისო კონფერენცია ”ფუნდამენტური მეცნიერებების წინსვლები, წარმატებები და პერსპექტივები კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონში”. დაწვრილებითი ინფორმაცია კონფერენციის შესახებ იხილეთ ვებ-გვერდზე: http://ictptsu.tsu.edu.ge/en/home
[ სრულად ]
10/12/2011
2011 წლის 27 აპრილიდან თსუ-ში სრულდება IREX-ის მიერ დაფინანსებული პროექტი ”თსუ-ს სამეცნიერო პორტალი”. პროექტის ხელმძღვანელია თსუ სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი, ასოცირებული პროფესორი გიორგი ღვედაშვილი.

პროექტის ფარგლებში შეიქმნა თსუ-ს სამეცნიერო პორტალი www.rp.tsu.ge

ამა წლის 9 დეკემბერს 16:00 საათზე, თსუ მეორე კორპუსის იურიდიული ფაკულტეტის ბიბლიოთეკის დარბაზში (1 სართული) დაგეგმილია პორტალის პრეზენტაცია.

გთხოვთ, მობრძანდეთ!
[ სრულად ]
14/05/2012
სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ქართველოლოგიის საზაფხულო სკოლის კონკურსს აცხადებს

კონკურსის მიზანია საერთაშორისო საზაფხულო სკოლ(ებ)ის ორგანიზება, ქართველოლოგიური მეცნიერებების განვითარების ხელშეწყობა და მეცნიერთა სამომავლო თანამშრომლობისათვის საფუძვლის მომზადება, ქართველოლოგიური მეცნიერებების პოპულარიზაცია.
[ სრულად ]
18/06/2012

ცხადდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა (ფონდი) და გერმანიის იულიხის კვლევითი ცენტრის - Forschungszentrum Jülich (JÜLICH) ერთობლივი კვლევით-საგანმანათლებლო პროგრამის 2012 წლის საგრანტო კონკურსი.

[ სრულად ]
29/06/2012
სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი გამოყენებითი კვლევებისთვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსს აცხადებს

გამოყენებითი კვლევებისთვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს გამოყენებითი და ტექნოლოგიური ხასიათის სამეცნიერო კვლევების შემდგომ განვითარებას, ღიად გამოცხადებული საგრანტო კონკურსის გზით შეარჩიოს და დააფინანსოს გამოყენებითი ხასიათის სამეცნიერო-კვლევითი პროექტები.
[ სრულად ]
29/06/2012
სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ფუნდამენტური კვლევებისთვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსს აცხადებს

ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების მიზანია, ხელი შეუწყოს ფუნდამენტური ხასიათის სამეცნიერო კვლევების შემდგომ განვითარებას, ღიად გამოცხადებული საგრანტო კონკურსის გზით შეარჩიოს და დააფინანსოს ფუნდამენტური ხასიათის სამეცნიერო-კვლევითი პროექტები.
[ სრულად ]
29/06/2012
ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პერსონალის საყურადღებოდ!

თსუ სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის განცხადება სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ ფუნდამენტური და გამოყენებითი კვლევებისთვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსებთან დაკავშირებით.
[ სრულად ]
05/07/2012
ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პერსონალის საყურადღებოდ!

თსუ სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის განცხადება სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ ფუნდამენტური და გამოყენებითი კვლევებისთვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსებთან დაკავშირებით.
[ სრულად ]
09/07/2012

 

სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით ერთობლივი კვლევებისათვის სახელმწიფო გრანტის კონკურსს აცხადებს

უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით ერთობლივი კვლევებისათვის სახელმწიფო გრანტის კონკურსის მიზანია საზღვარგარეთის სამეცნიერო ცენტრებში მომუშავე წარმატებულ თანამემამულეებთან საქართველოს სამეცნიერო კადრების მჭიდრო პროფესიული ურთიერთობის ხელშეწყობა. საგრანტო დაფინანსება დაეხმარება საქართველოში მომუშავე მკვლევრებს, უკეთ გაეცნონ მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში არსებულ სამეცნიერო სიახლეებს და აითვისონ თანამედროვე კვლევითი ტექნოლოგიები. ერთობლივი პროექტების განხორციელება ქართული სამეცნიერო დიასპორის წარმომადგენლებს საშუალებას მისცემს, მუდმივი საქმიანი კონტაქტი ჰქონდეთ სამშობ-ლოსთან და თავისი ცოდნა და გამოცდილება მოახმარონ საქართველოში მეცნიერების დონის ამაღლებას.
[ სრულად ]
16/07/2012
სსიპ – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებს ახალგაზრდა მეცნიერთათვის პრეზიდენტის სამეცნიერო გრანტების 2012 წლის კონკურსს
ახალგაზრდა მეცნიერთათვის პრეზიდენტის სამეცნიერო გრანტების კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს მეცნიერებაში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას, მათ პროფესიულ წინსვლასა და საერთაშორისო სამეცნიერო ცხოვრებაში აქტიურად ჩართვას.
[ სრულად ]
15/08/2012
სამოქალაქო კვლევებისა და განვითარების ფონდის, სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და საქართველოს სამეცნიერო-ტექნოლოგიური განვითარების ფონდის „მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამეწარმეო პროგრამის (STEP) - იდეიდან ბაზრისკენ“ 2012 წლის ერთობლივი კონკურსი

აშშ-ის სამოქალაქო კვლევებისა და განვითარების ფონდი (CRDF-Global), სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი და საქართველოს სამეცნიერო-ტექნოლოგიური განვითარების ფონდი (სსგფ) „მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამეწარმეო პროგრამის (STEP) - იდეიდან ბაზრისკენ“ ფარგლებში აცხადებენ 2012 წლის ერთობლივ კონკურსს.
[ სრულად ]
08/09/2012
2010 წლის ოქტომბერში ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ჩატარდა საერთაშორისო, ინტერდისციპლინური კონფერენცია ''ტაო-კლარჯეთი'', რომელშიც ამ რეგიონით დაინტერესებულმა ათეულობის სხვადასხვა სპეციალობის ქართველმა და უცხოელმა სპეციალისტმა მიიღო მონაწილეობა.

ტაო-კლარჯეთის რეგიონისადმი არსებული დიდი სამეცნიერო ინტერესების გამო გადაწყდა, რომ კონფერენციამ ტრადიციული სახე მიიღოს და 2 წელიწადში ერთხელ ჩატარდეს.

კონფერენცია გაიმართება ბათუმში, 2012 წლის 5-8 სექტემბერს. კონფერენციის შემდეგ დაგეგმილია ექსკურსია ტაო-კლარჯეთში.

დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ მეორე საერთაშორისო კონფერენციის - ''ტაო-კლარჯეთი'' - განაცხადში.
[ სრულად ]
27/09/2012

ამა წლის 24-27 სექტემბერს, თბილისში, თსუ -ში ტარდება XVII საერთაშორისო კონფერენცია/სემინარი თემაზე -  „პირდაპირი და შებრუნებული ამოცანები ელექტრომაგნიტური და ბგერით ტალღების თეორიაში.

ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის ინსტიტუტის (IEEE) (www.ieee.org) ეგიდით ქ. თბილისსა და ქ. ლვოვში ყოველწლიურად იმართება საერთაშორისო კონფერენცია/სემინარი „პირდაპირი და შებრუნებული ამოცანები ელექტრომაგნიტური და ბგერით ტალღების თეორიაში“ Direct and Inverse Problem s of Electrom agnetic and Acoustic Wave Theory (DIPED) დასავლეთ უკრაინისა (IEEE MTT/ED/AP/C PMT/SSC West Ukraine Chapter) და საქართველოს (IEEE MTT/ED/AP Georgia Chapter) სამეცნიერო ჯგუფების ორგანიზებით.

კონფერენციის შედეგები გამოქვეყნდება IEEE ელექტრონულ ბიბლიოთეკაში (IEEE Xplore Digital Library-http://ieeexplore.ieee.org), რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული ელექტრონული ბაზა ელექტრულ და ელექტრონულ ინჟინერიაში.

კონფერენციის მასალები სრული სახით შევა Thomson Reuters Web of Knowledge ელექტრონულ ბაზაში. კონფერენციაზე ზეპირ და სასტენდო მოხსენებაზე მიიღება და საკონფერენციო მასალებში დაიბეჭდება მხოლოდ რეცენზირებული შრომები, რომლის ორგანიზებასაც უზრუნველყოფს სპეციალურად შექმნილი სარედაქციო კოლეგია.

[ სრულად ]
14/10/2012
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებს სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის – „კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით”

სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის – „კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით“ მიზანია მოსწავლეთა განათლების ხარისხის ამაღლება, განათლებისა და კვლევების დაახლოება; კვლევების პოპულარიზაციის გზით სკოლის მოსწავლეთა დაინტერესება მეცნიერებით; მოსწავლეთა შორის კვლევითი უნარების გამომუშავების ხელშეწყობა; პედაგოგთა მოტივაციის ამაღლება მოსწავლეთა კვლევებში ჩასართავად; მეცნიერთა, მათ შორის, ახალგაზრდა მეცნიერთა, ინტერესის გაზრდა სასკოლო პროცესში მონაწილეობისათვის; სასწავლო პროცესში ისეთი სიახლეების დანერგვა, რომლებიც ხელს შეუწყობს სკოლის მუშაობის ეფექტიანობის გაზრდას; დაეხმარება მოსწავლეს გაიაზროს ამა თუ იმ საგნის მნიშვნელობა, რაც გაზრდის მის დაინტერესებას მეცნიერებისადმი.

კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი პროექტები უნდა ითვალისწინებდეს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეთა აქტიური მონაწილეობით კონკრეტული სამეცნიერო საკითხის/პრობლემის კვლევას; კვლევაში ჩართული მოსწავლეები უნდა სწავლობდნენ VIII, IX, X, XI ან/და XII კლასებში.
[ სრულად ]
15/10/2012
CRDF Global - GRDF სამეცნიერო საგრანტო პროგრამა

აშშ-ის სამოქალაქო კვლევებისა და განვითარების ფონდი (CRDF Global) და საქართველოს კვლევებისა და განვითარების ფონდი (GRDF) აცხადებენ სამეცნიერო საგრანტო კონკურსს ”Peer Review and Sustainable Science for Georgia” პროგრამის ფარგლებში. (საპროექტო წინადადებები უნდა გაიგზავნოს CRDF-ში).

პროგრამის დაფინანსებას უზრუნველყოფს აშშ-ის საფრთხეების შემცირების სააგენტო (Defense Threat Reduction Agency - DTRA). პროგრამის მიზანია DTRA-ს ინტერესის სფეროში შემავალ დისციპლინებში მაღალი ხარისხის, ინოვაციური ბიოლოგიური კვლევის მხარდაჭერა, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია საქართველოს სამეცნიერო საზოგადოებისთვის.

პროგრამით უზრუნველყოფილი იქნება დაფინანსება 200 000 $-ის ოდენობით 2 წლამდე ხანგრძლივობის ერთ პროექტზე.
[ სრულად ]
20/10/2012
ამა წლის 17-19 ოქტომბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტარდება რიგირთ მეექვსე საერთაშორისო კონფერენცია "Application of Information and Communication Technologies - AICT2012".

ინფორმაცია კონფერენციის შესახებ იხილეთ ვებ-გვერდზე: http://www.aict.info/2012
[ სრულად ]
26/10/2012
„GRID და მომავლის ტექნოლოგიები”

ამა წლის 23-26 ოქტომბერს საქართველოში, თბილისში ტარდება მე-2 საერთაშორისო კონფერენცია SCSWT’2012 (2ND ATLAS/CERN SOUTH CAUCASUS SOFTWARE/COMPUTING WORKSHOP &TUTORIAL- SCSWT’2012 ) , რომლის ორგანიზატორია ATLAS კოლაბორაცია, CERN ჟენევა , შვეიცარია .
SCSWT’2012 -ის მიზანია გააღრმავოს კონტაქტები ATLAS კოლაბორაციის სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში - აზერბაიჯანი, სომხეთი და საქართველო, მყოფ IT სპეციალისტებსა და ATLAS -ის პროგრამული უზრუნველყოფისა და მსოფლიო კომპიუტერული ქსელის GRID ექსპერტებს შორის.
მონაწილეობა თსუ თანამშრომლებისა და სტუდენტებისათვის უფასოა.
[ სრულად ]
03/11/2012
ამა წლის 1-2 ნოემბერს თსუ-ში ჩატარდება საერთაშორისო კონფერენცია ნავთობქიმიაში.
დაწვრილებითი ინფორმაცია კონფერენციის შესახებ იხილეთ საინფორმაციო წერილში
[ სრულად ]
13/11/2012
Please list the projects for which the organization,
[ სრულად ]
30/11/2012
გაცნობებთ, რომ 2012 წლის ოქტომბერ-ნოემბერში თსუ ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტში ჩატარდება სამეცნიერო კონფერენცია, მიძღვნილი პროფესორ ლევან მარუაშვილის დაბადების 100 წლისთავისადმი.
[ სრულად ]
რაიმე უზუსტობის შემთხვევაში გთხოვთ   შეატყობინოთ ადმინისტრატორს