ზოგადი დებულებები
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) სამეცნიერო პორტალის ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაციის გავლით თქვენ ეთანხმებით შემოთავაზებული წესების დაცვას. ელექტრონული რეგისტრაციისას თქვენ პასუხისმგებელი ხართ მოწოდებული ინფორმაციის სისწორეზე.
პირობების შეცვლა
პორტალის ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას, საჭიროებისამებრ, შეცვალოს ელექტრონული რეგისტრაციის პირობები/ფორმები. ინფორმაცია ცვლილებების შესახებ განთავსებული იქნება პორტალის ვებ-გვერდზე.
პირადი მონაცემები
ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაციით თქვენ გამოხატავთ თანხმობას, საჭიროების შემთხვევაში, პორტალის ადმინისტრაციამ თქვენ მიერ პორტალზე განთავსებული ინფორმაცია გამოიყენოს თსუ-ს წესდებით და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საუნივერსიტეტო მიზნებისთვის.
თქვენი მოვალეობები
უნივერსიტეტის სამეცნიერო პორტალის ელექტრონული სისტემით სარგებლობისას, თქვენი პირადი მონაცემების ხელშეუხებლობის უზრუნველსაყოფად, უნდა დაიცვათ უსაფრთხოების ზომები.
თქვენ ვალდებული ხართ:

უსაფრთხოების დაცვის პირობების დარღვევის შემთხვევაში, პორტალის ადმინისტრაცია პასუხისმგებელი არ არის თქვენი პირადი ინფორმაციის დაკარგვაზე და ამავდროულად, იტოვებს უფლებას, შეაჩეროს ან გააუქმოს თქვენი ელექტრონული ანგარიში და მომავალში არ მოგცეთ პორტალზე გაწევრიანების უფლება.
პასუხისმგებლობა
პორტალის ადმინისტრაციას არ ეკისრება პასუხისმგებლობა იმ შემთხვევაში, თუ:

თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ სამეცნიერო პორტალზე თქვენი ელექტრონული ანგარიშის გაუქმება. ამისათვის უნდა დაუკავშირდეთ პორტალის ადმინისტრაციას.
პირობების მიღება
სამეცნიერო პორტალის ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაციის წარმატებით დასრულებისთვის, აუცილებელია, დაეთანხმოთ ელექტრონული სისტემის მოხმარების პირობებს - ”გავეცანი და ვეთანხმები საიტის მომსახურების წესებს” პირობის მონიშვნით. წინააღმდეგ შემთხვევაში, რეგისტრაციას ვერ გაივლით.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
sciencerd@tsu.ge
ტელ./ფაქსი: +995 32 2 222-473