tsu.ge
სიახლეების გამოწერა
ახალი ამბები
17/05/2012
ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პერსონალის საყურადღებოდ!

თსუ სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის განცხადება სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ ფუნდამენტური და გამოყენებითი კვლევებისთვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსებთან დაკავშირებით.
01/05/2012
სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ფუნდამენტური კვლევებისთვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსს აცხადებს

ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების მიზანია, ხელი შეუწყოს ფუნდამენტური ხასიათის სამეცნიერო კვლევების შემდგომ განვითარებას, ღიად გამოცხადებული საგრანტო კონკურსის გზით შეარჩიოს და დააფინანსოს ფუნდამენტური ხასიათის სამეცნიერო-კვლევითი პროექტები.
01/05/2012
სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი გამოყენებითი კვლევებისთვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსს აცხადებს

გამოყენებითი კვლევებისთვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს გამოყენებითი და ტექნოლოგიური ხასიათის სამეცნიერო კვლევების შემდგომ განვითარებას, ღიად გამოცხადებული საგრანტო კონკურსის გზით შეარჩიოს და დააფინანსოს გამოყენებითი ხასიათის სამეცნიერო-კვლევითი პროექტები.
10/04/2012
გაცნობებთ, რომ 2012 წლის ოქტომბერ-ნოემბერში თსუ ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტში ჩატარდება სამეცნიერო კონფერენცია, მიძღვნილი პროფესორ ლევან მარუაშვილის დაბადების 100 წლისთავისადმი.
26/03/2012

ცხადდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა (ფონდი) და გერმანიის იულიხის კვლევითი ცენტრის - Forschungszentrum Jülich (JÜLICH) ერთობლივი კვლევით-საგანმანათლებლო პროგრამის 2012 წლის საგრანტო კონკურსი.

ტაო-კლარჯეთის კონფერენცია
01/03/2012
2010 წლის ოქტომბერში ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ჩატარდა საერთაშორისო, ინტერდისციპლინური კონფერენცია ''ტაო-კლარჯეთი'', რომელშიც ამ რეგიონით დაინტერესებულმა ათეულობის სხვადასხვა სპეციალობის ქართველმა და უცხოელმა სპეციალისტმა მიიღო მონაწილეობა.

ტაო-კლარჯეთის რეგიონისადმი არსებული დიდი სამეცნიერო ინტერესების გამო გადაწყდა, რომ კონფერენციამ ტრადიციული სახე მიიღოს და 2 წელიწადში ერთხელ ჩატარდეს.

კონფერენცია გაიმართება ბათუმში, 2012 წლის 5-8 სექტემბერს. კონფერენციის შემდეგ დაგეგმილია ექსკურსია ტაო-კლარჯეთში.

დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ მეორე საერთაშორისო კონფერენციის - ''ტაო-კლარჯეთი'' - განაცხადში.
(თსუ) სამეცნიერო პორტალის (TSURP) მიზანია თსუ-ს პერონალის შესახებ ინფორმაციისა და სამეცნიერო აქტივობების კონცენტრირება, მეცნიერთათვის უკეთესი ურთიერთკავშირის უზრუნველყოფა, მეცნიერების სტიმულირება და პოპულარიზაცია, ახალგაზრდა მეცნიერებსა და სტუდენტებში სამეცნიერო ინტერესის გაღვივება და მოტივაციის ამაღლება.
რაიმე უზუსტობის შემთხვევაში გთხოვთ   შეატყობინოთ ადმინისტრატორს