კალენდარი
«« დეკემბერი 2017 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
     1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
  
დაგეგმილი ღონისძიებები
tsu.ge
სიახლეების გამოწერა
გრანტები სტუდენტური ინოვაციური პროექტებისათვის
განათლების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების თს ფონდი ხვალინდელი წარმატებისათვის აცხადებს საგრანტო კონკურსს სტუდენტური ინოვაციური პროექტებისათვის.
კონკურსის მიზანია: აამაღლოს სტუდენტების კვლევების კომერციალიზაციაში ჩართვის მოტივაცია; დაეხმაროს ნიჭიერ ახალგაზრდებს, მოახდინონ ინოვაციური იდეების რეალიზაცია; გაზარდოს სტუდენტების მისწრაფება, მიღებული ცოდნა გამოიყენონ პრაქტიკული ინოვაციებისთვის; მიმართოს ნიჭიერი და კრეატიული სტუდენტების ინტელექტუალური პოტენციალი მაღალტექნოლოგიური მეწარმეობის განვითარებაზე და ამ გზით ხელი შეუწყოს ქვეყნის ბიზნესის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებას და, საბოლოო ჯამში, ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის ჩამოყალიბებას.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს ან საზღვარგარეთის უმაღლესი ან/და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებს (ასევე პირებს, ვინც 2015 წელს დაამთავრა ზემოაღნიშნული საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან ერთ-ერთი და აქვთ ამის დამადასტურებელი დოკუმენტი).

პროექტის ხელმძღვანელი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე.

კონკურსზე წარმოდგენილი პროექტები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ ძირითად მოთხოვნებს: პროექტის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს, ხოლო ფონდიდან მოთხოვნილი თანხა - 10 000 ლარს.

ცალკეულ შემთხვევებში, ფონდი განიხილავს წარმატებული პროექტების გაგრძელებისა და დამატებითი დაფინანსების შესაძლებლობას.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია გაიაროთ რეგისტრაცია ფონდის ვებგვერდზე www.tsfund.ge და შეავსოთ პროფესიული ბიოგრაფიის (CV) ფორმა. ამის შემდეგ შეძლებთ, დაარეგისტრიროთ საგრანტო პროექტი.

პროექტების ელექტრონული რეგისტრაცია შესაძლებელია 2015 წლის 25 ნოემბრის 24:00 საათამდე.

კონკურსის პირველ ეტაპზე, პროექტის საბოლოო წარდგენის შემდეგ, ელექტრონული ბაზა პროექტს მიანიჭებს უნიკალურ შიფრს და დააგენერირებს განცხადებას კონკურსში მონაწილეობის შესახებ, რომელიც ხელმოწერილი, დასკანერებული სახით, 26 ნოემბრის 24:00 საათამდე უნდა გაიგზავნოს ელექტრონული ფოსტით ფონდში მისამართზე: sig@tsfund.ge



საკონტაქტო ინფორმაცია:

ანი ჩიქოვანი, ტელ.: 577 741447, ელფოსტა: chikovani@tsfund.ge

გელა ჯავახიშვილი, ტელ.: 577 112001, ელფოსტა: javakhishvili@tsfund.ge
რაიმე უზუსტობის შემთხვევაში გთხოვთ   შეატყობინოთ ადმინისტრატორს