კალენდარი
«« დეკემბერი 2017 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
     1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
  
დაგეგმილი ღონისძიებები
tsu.ge
სიახლეების გამოწერა
EMBLAS project
EMBLAS project

EMBLAS-ი (“Improving environmental monitoring in the Black Sea“), თსუ-ში მიმდინარე ერთ-ერთი წარმატებული პროექტია, რომლის პირველი ფაზა დაიწყო 2012 წელს და დასრულდა გასული წლის მარტში. საქართველოდან, პროექტში მონაწილეობს ორი პარტნიორი, კერძოდ - გარემოს ეროვნული სააგენტო (წამყვანი ორგანიზაცია, სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი დოქტორი მარინე არაბიძე) და ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი ასოც. პროფესორი კახაბერ ბილაშვილი).

ამჟამად, განხორციელების სტადიაშია პროექტის მეორე ფაზა, რომლის ფარგლებში, პირველად, ბოლო 30 წლის განმავლობაში, განხორციელდება საერთაშორისო ოკეანოგრაფიული სამეცნიერო ექსპედიციები. პროექტი, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამის და ევროგართიანების ერთობლივი ძალისხმევით დაფინანსდა, მიზნად ისახავს შავი ზღვის მონიტორინგის გაუმჯობესებას საზღვაო გარემოს მართვის ეკოსისტემურ მიდგომაზე (Ecosystem Approach - EcAp) დაყრდნობით, რომელიც საფუძვლად უდევს ევროგაერთიანების სტრატეგიის ჩარჩო დირექტივას (Marine Strategy Framework Directive - MSFD).
პირველი ერთობლივი საზღვაო-სამეცნიერო ოკეანოგრაფიული ექსპედიცია განხორციელდება 2016 წლის 15 ივნისამდე სამეცნიერო/საკვლევი გემის „ მარე ნიგრამ“-ის (გეოეკომარი, რუმინეთი) გამოყენებით. მეცნიერთა გუნდი ინტერნაციონალურია და მასში თსუ-ს წარმომადგენლებიც მონაწილეობენ.
ამა წლის 27 მაისს, ქ. ბათუმში ჩატარდება აღნიშნული საზღვაო ექსპედიციისადმი მიძღვნილი პრესკონფერენცია.

 

რაიმე უზუსტობის შემთხვევაში გთხოვთ   შეატყობინოთ ადმინისტრატორს