კალენდარი
«« ოქტომბერი 2017 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
       1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
  
დაგეგმილი ღონისძიებები
tsu.ge
სიახლეების გამოწერა
Horizone 2020 - SeaDataCloud
Horizone 2020 - SeaDataCloud
თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტში ხორციელდება ევროკომისიის პროგრამა Horizone 2020-ის ფარგლებში დაფინანსებული საერთაშორისო საგრანტო პროექტი „SeaDataCloud - Further developing the pan-European infrastructure for marine and ocean data management“ (2016-2020 წ.წ.), რომელშიც მონაწილეობს ევროპის ყველა საზღვაო ქვეყანა და საერთაშორისო ორგანიზაციები. პროექტის მიზანია შექმნას თანამედროვე ინფორმაციულ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ოკეანოგრაფიულ მონაცემთა ინტეგრირებული ბაზები. პროექტის ფარგლებში დამუშავდება ახალი პროგრამული პროდუქტები, რათა განხორცილედეს საზღვაო მონაცემების მიწოდება მომხმარებლისათვის უნიფიცირებული მეთოდებით, შეიქმნება ახალი პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტები - MIKADO, DIVA, NEMO, ODV, რომელთა მეშვეობით მონაცემთა ბაზების მფლობელებს შეუძლიათ ავტომატურ რეჟიმში მიაწოდონ მონაცემები ან მეთადატა პანევროპულ ბაზებს და განახორციელონ საბოლოო პროდუქტის შექმნა.
რაიმე უზუსტობის შემთხვევაში გთხოვთ   შეატყობინოთ ადმინისტრატორს