Emodnet
![Emodnet Emodnet](http://rp.tsu.ge/pictures/image2/377e98e0db3e3fecad40acd8fd166ce4.jpg)
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ) საერთაშორისო კონსორციუმის ფარგლებში მონაწილეობდა ევროკომისიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში (EASME/2020/OP/0006 “European Marine Observation and Data Network (EMODnet)” - Lot 5 “Chemistry” (EASME/EMFF/2020/3.1.11/Lot5/SI2.846161) და მიიღო დაფინანსება 2021-2023 წლისათვის.
აღნიშნული გრანტი წარმოადგენს იმავე დასახელების პროექტის მე-5 ფაზას, რომელიც რამოდენიმე წელია მიმდინარეობს თსუ-ში და მიზნათ ისახავს ევროპული საზღვაო სტრატეგიის ჩარჩო დირექტივის შესაბამისად, ზღვის წყლების, სედიმენტებისა და ბიოტას მონიტორინგსა და მონაცემთა ქიმიურ ანალიზს, მათ ფორმატიზებას და ევროპულ ბაზებში განთავსებას.