Bridge-BS
2021 წლის 1 ივნისიდან თსუ-ში დაიწყო ევროკომისიის “HORIZON 2020”-ის მიერ დაფინანსებული საგრანტო პროექტი „შავი ზღვის კვლევებისა და ინოვაციების ხელშეწყობა ლურჯი ზრდის თანაგანვითარებისათვის მდგრადი ეკოსისტემების შენარჩუნების პირობებში - BRIDGE-BS - Advancing Black Sea Research and Innovation to Co Develop Blue Growth within Resilient Ecosystems“ (http://bridgeblacksea.org/).
პროექტი BRIDGE-BS გვთავაზობს შავი ზღვის უნიკალური ეკოსისტემური სერვისების გაუმჯობესებულ მართვას, დაფუძნებულს მულტიდისციპლინურ, მრავალსექტორულ მიდგომებზე, რაც ითვალისწინებს რეგიონულ და საერთაშორისო ინიციატივების აქტიურ გამოყენებას. პროექტის ძირითადი მიზნებია - შავი ზღვის ცოდნის ბაზის შექმნა, შავი ზღვის ჯანსაღი ეკოსისტემის მდგრადობის შეფასება, ადაპტირებული მენეჯმენტის შემუშავება, მულტისტრესორებთან გამკლავებისათვის ინოვაციების სტიმულირება და მონიტორინგის მხარდაჭერა, ლურჯი ზრდის შესაბამისად სოციალურ-ეკონომიკური ინოვაციების, ბიზნეს მოდელების და სტარტაპების ხელშეწყობა, მონაწილეობა მეცნიერებაზე დაფუძნებული პოლიტიკის შემუშავებში, განათლებისა და შესაძლებლობების განვითარებაში.
პროექტი გრძელდება 54 თვე და მასში მონაწილეობს 33 ევროპული კვლევითი ორგანიზაცია საზღვაო კვლევით სფეროში.