კალენდარი
«« დეკემბერი 2017 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
     1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
  
დაგეგმილი ღონისძიებები
tsu.ge
სიახლეების გამოწერა
მეცნიერების პოპულარიზაცია
მეცნიერების პოპულარიზაცია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიზანია,  წარმოადგენდეს ევროპული საგანმანათლებლო სივრცის ღირსეულ და წარმატებულ სუბიექტს.

აღნიშნული მიზნის მიღწევა მრავალი პრობლემის დაძლევასთან არის დაკავშირებული. მათ შორის ერთ-ერთი უმთავრესია კვლევითი და საგანმანათლებლო პროცესების ინტეგრაციის საკითხი, რადგან, ერთი მხრივ, საგანმანათლებლო საქმიანობა თავისთავად გულისხმობს ღრმა სამეცნიერო კვლევით ფუნდამენტს, მეორე მხრივ კი, მხოლოდ კარგად აწყობილმა საგანმანათლებლო სისტემამ შეიძლება უზრუნველყოს სამეცნიერო კვლევებისათვის აუცილებელი ცოდნის გადაცემა და უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება - ზოგადად, მეცნიერების განვითარების უწყვეტობა.

აქედან გამომდინარე, თსუ-ს ბაზაზე ხორციელდება პროექტი - საბავშვო უნივერსიტეტი, რომლის ძირითადი ამოცანებია:
  • სასკოლო ასაკის დონეზე ბავშვისათვის სასწავლო და კვლევითი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების ხელშეწყობა;
  • სასწავლო და სამეცნიერო საქმიანობის ერთიან პროცესად აღქმის ხელშეწყობა;
  • მაღალი კლასების მოსწავლეებისათვის საუნივერსიტეტო პოტენციალის გაცნობა, მომავალი პროფესიის/საქმიანობის გაცნობიერებული არჩევანისათვის ხელშეწყობის მიზნით;
  • მოსწავლეთათვის ფუნდამენტური მეცნიერებებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების სპეციფიკის გაცნობა, მათი არსისა და შესაძლებლობების წარმოჩინება, თითოეული მათგანის ღირებულების გაცნობიერებაში დახმარება;
  • ქართული სამეცნიერო სკოლებისა და ეროვნული განათლების პოტენციალის გაცნობა/რეკლამირება;
  • სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის პოპულარიზაცია/რეკლამირება, ახალგაზრდებში მეცნიერების პატივისცემის გაღვივება და მათი სამეცნიერო/კვლევითი კარიერით დაინტერესება;
  • თსუ-ს ისტორიისა და მიღწევების გაცნობა, უნივერსიტეტის პრესტიჟის ამაღლება, მისი საქმიანობის რეკლამირება.
რაიმე უზუსტობის შემთხვევაში გთხოვთ   შეატყობინოთ ადმინისტრატორს