კალენდარი
«« ოქტომბერი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
  
tsu.ge
სიახლეების გამოწერა
ოქტომბერი 2019 წ.
არქივი
30/11/1999
თსუ-ში მიმდინარე პროექტ "RedMarLitter" -ის (EU Black Sea Basin Joint Operational Program 2014-2020) ფარგლებში, 2019 წლის 24-26 სექტემბერს, ბურგასში (ბულგარეთი), ჩატარდა შეხვედრა, სადაც წარმოდგენილი იქნა ინოვაციური ონლაინ პლატფორმა, რომლის ბაზაზე იქმნება შავი ზღვის მყარი ნარჩენების (მარინლიტერის) მონაცემთა ერთიანი ბაზა.
პლატფორმა იმუშავებს განახლებად რეჟიმში და როგორც სამეცნიერო ორგანიზაციებს, ისე ცალკეულ პიროვნებებს, ბაზაზე წვდომის და ახალი მონაცემების დამატების შესაძლებლობა ეძლევათ. პლატფორმა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს აღნიშნულ სფეროში სამეცნიერო კვლევების განვითარებას და საზღვაო ნარჩენებზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობას.
პროექტის მონაწილეები, თსუ-თან ერთად, არიან „ფონდი ვია პონტიკა“ (კონსორციუმის მენეჯერი), ბურგასის მუნიციპალიტეტი და ოვიდიუსის უნივერსიტეტი (რუმინეთი).

დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ:
https://blacksea-cbc.net/projects-newsevents/redmarlitter-bsb552-innovative-database-for-marine-litter-pollution/
რაიმე უზუსტობის შემთხვევაში გთხოვთ   შეატყობინოთ ადმინისტრატორს