სათაური:მეორე ენის სწავლება: პერსპექტივები და გამოწვევები თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეში
დონორი ორგანიზაცია :შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი
ბიუჯეტი:10575
გრანტის ნომერი :YS/65/2-210/11
კვლევის მიმართულება:2 ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებები, ეკონომიკური მეცნიერებები
კვლევის ქვემიმართულება:2-120 ენათმეცნიერება (ლინგვისტიკა)
საკვანძო სიტყვები:მეორე ენის სწავლება
პროექტის აღწერა :პროექტის მიზანია, საქართველოში მიმდინარე საგანმანათლებლო პროცესებში აქტიური ჩართვა, აღნიშნული პრობლემების გადაჭრაში
მონაწილეობა და აშშ-ში მიღებული ცოდნის ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში პრაქტიკული რეალიზაცია კონკრეტული აქტივობების
განხორციელების გზით.
პროექტის ამოცანებია:
• საქართველოში არსეული გამოცდილების პარალელურად საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში არსებული პრობლემებისა და
გამოწვევების შესწავლა, დამუშავება და ქართულ რეალობაში დანერგვა;
•კონკრეტული კვლევის ჩატარება მასპინძელი უნივერსიტეტის ბაზაზე;
•თანამედროვე კვლევების გაცნობა, დამუშავება და ანალიზი;
•საერთაშორისო საბიბლიოთეკო რესურსების გამოყენება, შესწავლა და ანალიზი;
•სასწავლო პროცესში გამოყენებული თანამედროვე მეთოდების შესწავლა;
•სასწავლო პროცესზე უშუალო დაკვირვება;
•დარგის სპეციალისტებთან სამუშაო შეხვედრები, გამოცდილებისა და ცოდნის ურთიერთგაზიარება;
•საქართველოში არსებული გამოცდილების გაზიარება მასპინძელი უნივერსიტეტისათვის;
•საკვლევ თემაზე საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებული პრეზენტაციის მოწყობა, კონკრეტული მონაცემების წარდგენა;
•ერთობლივი პროექტების შემუშავება და სამომავლო გეგმების დასახვა;
•საკვლევ თემაზე თსუ ჰუმანიტანულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სამაგისტრო პროგრამის მომზადებაზე მუშაობა;
•საკვლევ თემაზე მონოგრაფიის/დამხმარე სახელმძღვანელოს შექმნა, რომელიც განკუთვნილი იქნება განათლების მეცნიერების პროგრამის
მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისათვის, აგრეთვე საკითხით დაინტერესებული პირებისათვის.