პროექტის აღწერა :პროექტის ფარგლებში მოხდება მყინვარული აუზების ციფრული მოდელის შექმნა გოეინფორმაციულ სისიტემებში. აქ იგულისხმება, როგორც მისი სხვადსხვა მასშტაბის რელიეფის მოდელების შექმნა, ასევე ყველა მნიშვნელოვანი გეოგრაფიული, გეომორფოლოგიური და გლაცილოგიური ობიექტისა თუ მოვლენის აგეგმვა GPS-ით და მისი ციფრულ მოდელზე დატანა. ასევე მიღებული რელიეფის მოდელის დახმარებით დადგინდება მყინვარების უკანდავევის მასშტაბები გვინ პლეისტოცენიდან დღემდე, ძველი მორენების გავრცელების არეალები. მოხდება უკანასკნელი სტადიალური გამყინვარების მასშტაბების აღდგენა და ამ ასაკის მორენების აგეგმვა და მათი გავრცელების არეალების ციფრულ მოდელზე დატანა. შესაბამისად დაზუსტდება ამ პერიოდიდან მყინვარების უკანდახევის მაჩვენებელი, როგორც სიგრძეში, ასევე ფართობში. პროექტის ფარგლებში მოხდება 1950-ანი წლებიდან დღემდე არსებული და ხელმისაწვდომი აეროკოსმოსური და აეროფოტოსურათების დეშიფრირება. განისაზღვრება გამყინვარების დინამიკა XX საუკუნესა და XXI საუკუნის დასაწყისში, დადგინდება და გამოიკვეთება კორელაციური კავშირები, ერთი მხრივ, მყინვარების მორფომეტრული მახასიათებლებსა (ფართობი, ენის სიგრძე, საშუალო სიმაღლე, ფირნის ხაზის სიმაღლე) და მეორე მხრივ - ფირნის ხაზის სიმაღლეზე საშუალო წლიურ ტემპერატურებსა და დადებით ტემპერატურათა ჯამებს შორის, რაც დაგვეხმარება მყინვარების რყევის დინამიკასა და თანამედროვე კლიმატის ცვლილების ურთიერთკავშირის დადგენაში.