სათაური:კავკასიის გეოპოლიტიკური ატლასის ქართული ვერსიის შექმნა. პროექტის ერთერთი სამეცნიერო ხელმძღვანელი
დონორი ორგანიზაცია :მამარდაშვილის ფონდი – საფრანგეთის საელჩო საქართველოში (მრჩეველი პრესისა და ინფორმაციის დარგში ჰუმანიტარული ატაშე ფაბიენ ლე ბიანი) - ბანკი რესპუბლიკა
ბიუჯეტი:3000 ევრო
გრანტის ნომერი :№....
კვლევის მიმართულება:9 დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები და გარემო
კვლევის ქვემიმართულება:9-101 კარტოგრაფია, გეოინფორმატიკა
საკვანძო სიტყვები:ატლასი, გეოპოლიტიკური, კავკასია
პროექტის აღწერა :კავკასია ანტიკური ხანიდან იპყრობს ყურადღებას. მისი ენობრივი და ეთნიკური მრავალფეროვნება ხიბლავდა ჯერ კიდევ ძველ ბერძენ და არაბ მოგზაურებს. მათ ამ რეგიონს ”ენების მთა” შეარქვეს. კულტურების ნაირსახეობა, კოლხეთი და მისი სიმდიდრე ყოველმხრივ იზიდავდა დამპყრობლებს.
თუმცა, XX საუკუნის ბოლოს, საბჭოთა კავშირის დაშლისას, ეს რეგიონი – გავლენათა გზაგასაყარი ევროპულ და ახლო აღმოსავლურ კულტურებს შორის – პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილად იქცა. კასპიის ზღვაში ნახშირწყალბადის `ხელახალმა აღმოჩენამ~ და დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის კავკასიის სტრატეგიულმა მნიშვნელობამ დასაბამი მისცა ”დიდ თამაშს”, რომელმაც ერთმანეთს დაუპირისპირა რუსები და ამერიკელები თავიანთ პარტნიორებთან ერთად.
2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომმა კავკასია მსოფლიო ყურადღების ცენტრში მოაქცია.
”კავკასიის გეოპოლიტიკური ატლასი” შესანიშნავად აღწერს ამ და რეგიონში მიმდინარე სხვა ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ მოვლენებს.