პროექტის აღწერა :დამუშავებულია შერეული, თანა – და ბლოკ– პოლიმერების მიღების ტექნოლოგია ბისფენოლების საფუძველზე, რომლებიც ცენტრალურ ნახშირბადის ატომთან ჩამნაცვლებლების სახით შეიცავენ კარდული ტიპის ჯგუფებს, მათ საფუძველზე პოლიმერული კომპოზიციების მისაღებად. რადიაციისაგან დამცავ მასალებში გამოსაყენებლად მიღებულია ეფექტური ანტირადიაციული პოლიმერული კომპოზიციები, და მათ ბაზაზე ხისტი და ელასტიური სტრუქტურული მასალები მაღალი სორბციული თვისებებით რადიაციული გამოსხივებისაგან დაცვის მიზნით.