Sub Direction :1-30 Linguistics (Kartvelian Languages)
Keyword(s) :პორტალი
Description :„ქართული ენის ელექტრონული სწავლების კურსი“ არის გაკვეთილების ციკლი
(100 თემა/გაკვეთილი), რომელიც საშუალებას აძლევს კომპიუტერის ნებისმიერ
მომხმარებელს: ეტაპობრივად, საფუძვლიანად შეისწავლოს ქართული ენა (გრამა-
ტიკა, ლექსიკა, ფრაზეოლოგია); გამართოს მეტყველება; ისწავლოს და დახვეწოს
წერის კულტურა. პროგრამის მეთაურ გვერდზე განთავსებულია კურსის მეგზური,
რომელიც შეიცავს გაკვეთილების/თემების ჩამონათვალს, რომელიც, თავის მხრივ,
იყოფა შემდეგ ბლოკებად: · მოსმენა / ლაპარაკი · კითხვა / წერა · გრამატიკა · ლექ-
სიკა · ლექსიკონი მოსმენა/ლაპარაკის ბლოკი აუდიო- ან ვიდეოფაილებისა და მას-
ზე დაფუძნებული სხვადასხვა ტიპის დავალებებისგან შედგება. მოსასმენი ტექ-
სტი, როგორც წესი, კომუნიკაციურია (მეტწილად - დიალოგები). აუდიო- ან ვიდეო-
ტექსტის მოსმენის შემდეგ ენის შემსწავლელი აკეთებს მოცემულ დავალებებს (რო-
გორც ინტერაქტიულს, ისე ინდივიდუალურს), რომლებიც მოსმენისა და ლაპარა-
კის უნარ-ჩვევების განვითარებაზეა ორიენტირებული. კითხვა/წერის ბლოკი მოი-
ცავს საკითხავ ტექსტებს და მათზე დაფუძნებულ სხვადასხვა ტიპის სავარჯიშო-
ებს; ეს სავარჯიშოები კითხვისა და წერის უნარების განვითარებაზეა ორიენტირე-
ბული. საწყის ეტაპზე (პირველი 6 გაკვეთილი) განსაკუთრებული აქცენტია გაკე-
თებული მოტორული უნარ-ჩვევების გამომუშავება-განვითარებაზე. გრამატიკის
ბლოკი პრაქტიკული გრამატიკის საკითხებს მოიცავს და ენის შემსწავლელს საშუა-
ლებას აძლევს გაეცნოს ამა თუ იმ გრამატიკული ცნებისა თუ კატეგორიის განმარ-
ტებას; სასწავლო კურსის ეს ნაწილი არასავალდებულო ხასიათს ატარებს და მხო-
ლოდ ისეთი მომხმარებლისთვისაა განკუთვნილი, რომელიც ენის სისტემურ შე-
სწავლაზეა ორიენტირებული. თეორიულ მასალას მოსდევს პრაქტიკული სავარჯი-
შოები, რომლებიც კურსის ავტორთა მიერ შექმნილ მასალაზეა დაფუძნებული და
წარმოდგენილი ელექტრონულ კურსში. ლექსიკის ბლოკი ორიენტირებულია პროგ-
რამის მომხმარებლის მიერ სიტყვათა მარაგის შესწავლის გაიოლებაზე. ამ მხრივ
განსაკუთრებით საინტერესოა სპეციალურად ენის შემსწავლელთათვის შექმნილი
კროსვორდები. ელექტრონული კურსი მოიცავს სხვა ტიპის მრავალფეროვან დავა-
ლებებსაც. ყოველ გაკვეთილს ახლავს კონკრეტულად ამ გაკვეთილში გამოყენებუ-
ლი ახალი სიტყვებისა და ფრაზების ლექსიკონი. საერთო ჯამში სულ ხუთი
თარგმნითი ლექსიკონი დაერთვის პროექტს. ელექტრონულ კურსში დავალებათა 3
ტიპი გამოიყოფა: ინტერაქტიული დავალებები, რომლებსაც მომხმარებელი პროგ-
რამის დახმარებით ასრულებს (კითხვებისა და პასუხების ერთმანეთთან შეერთე-
ბა, გამოტოვებული სიტყვებისა თუ ფრაზების ჩასმა, ცხრილებისა და კროსვორდე-
ბის შევსება და სხვა); წერითი (ამოსაბეჭდი) დავალებები, რომელთა შესრულებაც
შემსწავლელს დამოუკიდებლად მოუწევს; კითხვები, რომელთა მიზანიცაა ტექ-
სტის გაგების შემოწმება; შემსწავლელი ამ ტიპის დავალებების შესრულებისას ასე-
ვე მაქსიმალურად დამოუკიდებელია. კურსის პირველ ეტაპზე (A1 დონე) ყველა ინ-
სტრუქცია, აგრეთვე გრამატიკის საკითხები - წარმოდგენილია როგორც ქართულ,
ასევე სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე. A1 დონის წარმატებით დაძლევის შემ-
დეგ იგულისხმება, რომ შემსწავლელს აქვს საბაზისო ცოდნა იმისათვის, რომ გაი-
გოს A2 და B1 დონის შესაბამისი ტექსტების შინაარსი და შეასრულოს დავალებები
ლექსიკონის გმოყენებით. ენის სწავლების სამივე დონეს ახლავს შესაბამისი ტეს-
ტი, რომლის საშუალებითაც ენის შემსწავლელი ავტომატურად ამოწმებს მიღებუ-
ლი ცოდნის დონეს. „ქართული ენის ელექტრონული სწავლების კურსი“ განთავსდე-
www.HR.GOV.ge 6/8
ბა ინტერნეტში შემდეგ მისამართზე: www.ice.ge/elearning_geo
საწვდომი იქნება ნებისმიერი მსურველისათვის.