კალენდარი
«« ნოემბერი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
     1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
  
tsu.ge
სიახლეების გამოწერა
MAS-solver
MAS-solver პროგრამული პაკეტი შეიქმნა თსუ-ს გამოყენებითი ელექტროდინამიკისა და რადიოტექნიკის ლაბორატორიის ჯგუფის მიერ და საფუძვლად მას უდევს დამხმარე გამომსხივებლების მეთოდი. MAS-solver-ი გრაფიკული პლატფორმაა გამოთვლითი ელექტრომაგნეტიზმისა და გამოთვლითი ოპტიკის ამოცანებისთვის. პროგრამას მომხმარებლის ინტერფეისი და თავისუფლად იშვება პერსონალურ კომპიუტერზე Windows 7/Vista/XP ოპერაციული სისტემით.
MAS-solver-ის დემო ვერსია

The Multiple Multipole Programs (MMP)
მრავალი მულტიპოლების პროგრამა (Multiple Multipole Programs-MMP) პირველად შემოთავაზებული იყო 1980 წელს პროფ. ქრისტიან ჰაფნერის მიერ. MMP არის ნახევრად ანალიზური მეთოდი ველების რიცხვითი გამოთვლებისთვის და იგი გამოყენებული იყო ელექტრომაგნიტური ველებისთვის და აკუსტიკაში. MMP მეთოდის თანახმად ველები წარმოდგენილია ბაზისური ფუნქციების მწკრივის სახით. ყოველი ბაზისური ველის გამოსახულება არის ტალღური განტოლების ამონახსენი ერთგვაროვან გარემოში, ხოლო ბაზისური ფუნქციების უცნობი კოეფიციენტები გამოითვლება სასაზღვრო პირობების შესრულების მოთხოვნით. MMP მეთოდში გამოიყენება მრავალი სხვადასხვა ბაზისური ფუნქციები, მაგრამ მულტიპოლური ველები ითვლება ყველაზე ეფექტურ ფუნქციებად.ანალიზურ ამოხსნასთან მიახლოების გამო MMP საკმაოდ ეფექტურ პროგრამულ უზრუნველყოფად, როდესაც საჭიროა ზუსტი და საიმედო ამონახსნების მიღება. MMP-ს შესახებ დეტალური ინფორმაციის მისღებად გთხოვთ მიმართოთ შემდეგ ბმულს: http://alphard.ethz.ch/Hafner/mmp/mmp.htm
რაიმე უზუსტობის შემთხვევაში გთხოვთ   შეატყობინოთ ადმინისტრატორს