კალენდარი
«« აგვისტო 2020 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
      1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
  
tsu.ge
სიახლეების გამოწერა
სათაური: ქართულ-კავკასიური ფოლკლორული ურთიერთობები: მე-19-20 საუკუნეების წყარეოები და თანამედროვე ნარატივები
დონორი ორგანიზაცია : შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი
ბიუჯეტი: 149 650.00
გრანტის ნომერი : FR/532/2-154/13
კვლევის მიმართულება : კავკასიოლოგია
კვლევის ქვემიმართულება : კავკასიოლოგია
საკვანძო სიტყვა : ფოლკლორი
პროექტის აღწერა : პროექტის სიახლეს წარმოადგენს კავკასიური მასალის კომპლექსური კვლევა, რაც აქამდე არ ჩატარებულა. მისი მიზანია, საერთაშორისო სამეცნიერო წრესა და ფართო საზოგადოებას გააცნოს ქართული და ჩრდილოეთ კავკასიის ხალხთა ფოლკლორული ურთიერთობები, რომლის ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშა ამ ხალხთა მეზობლობამ, ისტორიულ-გეოგრაფიულმა გარემომ და ინტენსიურმა კულტურულმა კავშირებმა. პროექტი ნათელს მოჰფენს იმ გავლენებს, რაც მოახდინეს ერთმანეთის შემოქმედებაზე მეზობელმა ხალხებმა და როგორ აისახა ფოლკლორში მათი ისტორიული ურთიერთობები. მოპოვებული მასალის კომპარატივისტული შესწავლა გამოავლენს კავკასიელთა ერთიან ტრადიციულ ღირებულებებს, ფოლკლორულ სიუჟეტთა და სახეთა მსგავსება-განსხვავებას (რაც, თავის მხრივ, შეიძლება სხვადასხვა ტიპის კვლევების საფუძველიც გახდეს). ამ მასალაზე დაყრდნობით შესაძლებელი გახდება ერთიანი კავკასიური ფოლკლორული სიუჟეტების საძიებლისა და კატალოგის შექმნა. თანამედროვე ნარატივები გამოავლენს კავკასიის მოსახლეთა მიმართებას ტრადიციულობასთან, მათ სოციალურ, პოლიტიკურ და კულტურულ ღირებულებებს. ამის გათვალისწინებას კი შეუძლია გარკვეული როლი შეასრულოს კავკასიაში დღეს არსებული პრობლემების გადაჭრის გზების ძიებაში.
მიმდინარეობის წლები : 02/10/2014 - დღემდე
პროექტის ხელმძღვანელი : ქეთევან სიხარულიძე
პროექტის მენეჯერი:
პროექტში მონაწილე (ები) :
რაიმე უზუსტობის შემთხვევაში გთხოვთ   შეატყობინოთ ადმინისტრატორს