კალენდარი
«« ნოემბერი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
     1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
  
tsu.ge
სიახლეების გამოწერა
სათაური: ქართული ენის იდიომებისა და ანდაზების ფონდების მონაცემთა ბაზა (ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული, თურქული და არაბული ეკვივალენტებით)
დონორი ორგანიზაცია : შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი
ბიუჯეტი: 197253
გრანტის ნომერი : AR/15/2-120/14
კვლევის მიმართულება : 2 ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებები, ეკონომიკური მეცნიერებები
კვლევის ქვემიმართულება : 2-120 ენათმეცნიერება (ლინგვისტიკა)
საკვანძო სიტყვა : იდიომები და ანდაზები
პროექტის აღწერა : ჩვენი პროექტის საბოლოო მიზანია ქართული ენის იდიომებისა და ანდაზების ფონდების მონაცემთა ბაზის ( ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული, თურქული და არაბული ეკვივალენტებით) შექმნა. კვლევა ითვალისწინებს რამდენიმე განსხვავებული კულტურის: აღმოსავლური (თურქული და არაბული), დასავლეთევროპული (ინგლისური, ფრანგული და გერმანული), რუსული ენების იდიომებისა და ანდაზების ფონდების მონაცემებთან შედარება–შეპირისპირებით, ქართული ენის იდიომებისა და ანდაზების ფონდების ელექტრონული ბაზის შექმნას; პროექტის ერთ-ერთი მიზანი იქნება ასევე დასახელებული ენების იდიომებისა და ანდაზების ენათაშორისი ეკვივალენტობისა და მათი კულტუროლოგიური ასპექტების განსაზღვრაც. გარდა აღნიშნული კვლევისა, პროექტის თეორიული ნაწილი ითვალისწინებს ასევე იმ სპეციფიკურად საენათმეცნიერო პრობლემების ჩვენთვის რელევანტური ნაწილის შეძლებისდაგვარად დაზუსტება-გადაჭრასაც, რომლებიც დღეს კვლავ დგას ფრაზეოლოგიისა და პარემიოლოგიის წინაშე (კერძოდ, ფრაზეოლოგიური ერთეულისა და ანდაზის ჟანრობრივი დელიმიტაციის, მათი დიფერენციალური ნიშნების, ეკვივალენტობის, ეტიმოლოგიის და სხვა პრობლემები). ამ მიმართებით ჩატარებული კვლევის შედეგები აისახება პუბლიკაციებში, რომელიც პროექტის განხორციელების პერიოდში გამოქვეყნდება შესაბამისი პროფილის სამეცნიერო ჟურნალებში და პროექტის დასასრულს ასევე განთავსდება ჩვენი კვლევისთვის შექმნილ სპეციალურ ვებ გვერდზე.
მიმდინარეობის წლები : 21/04/2015 - დღემდე
პროექტის ხელმძღვანელი : მანანა რუსიეშვილი
პროექტის მენეჯერი:
პროექტში მონაწილე (ები) :
რაიმე უზუსტობის შემთხვევაში გთხოვთ   შეატყობინოთ ადმინისტრატორს